Retour

En poursuivant votre navigation sur ce site, vous acceptez l'utilisation des cookies par nos services.  En savoir plusFermer

Georgie


ძირითადი მაჩვენებლები

1968 მევროს სასაქონლო ბრუნვა

128.000 ჰექტარი დამუშავებული ტერიტორია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

58 სამრეწველო ობიექტი

2 მიწოდების არხი: საცალო ვაჭრობა და ქეითერინგი (საზოგადოებრივი კვება)

3.440 მიწათმოქმედი

500 ბოსტნეულის სახეობა

9.569 თანამშრომელი

4 ტექნოლოგია : დაკონსერვებული ბოსტნეული, ნორჩი ბოსტნეული, გაყინული ბოსტნეული, ბოსტნეულისგან დამზადებული კერძები

Bonduelle Group

ისტორია

«Bonduelle»-ის («ბონდუელი») ჯგუფი - საოჯახო საწარმო, რომელიც შეიქმნა 1853 წელს, მოწოდებული იყო გამხდარიყო მსოფლიო ლიდერი კომპანია მცენარეული საკვების ბიზნესში. ჯგუფის მიზანი იყო ცხოვრების ხალისი ეჩუქებინა გარშემომყოფებისათვის მცენარეული საკვების საშუალებით. «Bonduelle»-ი უპირატესობას ანიჭებს რა ინოვაციასა და გრძელვადიან დაგეგმარებას,  ახდენს ტექნოლოგიებისა და თავისი საწარმოების გეოგრაფიული ადგილმდებარეობების დივერსიფიკაციას, პროდუქციის 77%-ის რეალიზაციას ახდენს ისტორიული სამშობლოს, საფრანგეთის ფარგლებს გარეთ. 128 000 ჰექტარზე მოყვანილი ბოსტნეულის რეალიზაცია ხორციელდება 100 ქვეყანაში სხვადასხვა სასაქონლი ნიშნის ქვეშ და სხვადასხვა სადისტრიბუციო არხისა და ტექნოლოგიის საშუალებით: დაკონსერვებული, გაყინული, პასტერიზებული, გამომშრალი და ახალი, გამოსაყენებლად მზა პროდუქტი. «Bonduelle»-ის ჯგუფი არის ბაზრის საიმედო მონაწილე, რომელმაც შეიძინა რეპუტაცია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის წყალობით და დებს მთელ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური რაოდენობის მომხმარებელი კვების სასარგებლო და სიასმოვნო მახასიათებლებით, რომელიც დაფუძნებულია მცენარეულ პროდუქტებზე.

 

«Bonduelle»-ის ჯგუფი უპირატესობას ანიჭებს გრძელვადიან ხედვას, სწორედ ამიტომ მან შეიტანა საწარმოო სტრატეგიაში ეკოლოგიური რაციონალობის კონცეფცია.

გააჩნია რა უნიკალური აგროსამრეწველო ტექნოლოგიები, დანერგილი 57 საწარმოში და სასოფლო სამურნეო ობიექტში, ჯგუფი აწარმოებს თავის პროდუქციას საუკეთესო სასოფლო სამეურნეო ზონებში, რომელიც მდებარეობს ძალიან ახლოს კლიენტთან.

ოთხი ტექნოლოგია

დღეისათვის ჯგუფის საქმიანობა კონცენტრირებულია 4 ტექნოლოგიური მიმართულებით, რათა სრულად დააკმაყოფილოს ჩვენი მომხმარებლების გემოვნება და მოლოდინები:

 

  • დაკონსერვებული ბოსტნეული
  • გაყინული ბოსტნეული
  • ახალი, დამუშავებული ბოსტნეული
  • ბოსტნეული მზა კერძის სახით

 

 

საერთაშორისო ჯგუფი

დღეისათვის, ჯგუფი თავისი და დისტრიბუტორების სავაჭრო ნიშნებით ითვლება, საერთაშორისო ლიდერად საკვებად მზა ბოსტნეულის რეალიზაციის სფეროში.


მას გააჩნია სტრატეგიული ბაზები 3 დიდ ზონაში:

 

- დასავლეთ ევროპა - დაწყებული 1960-იანი წლებიდან «Bonduelle»-ის ჯგუფმა დაიწყო წარმოების განვითარება გერმანიაში, ხოლო შემეგ კი ევროკავშირის  სხვა ქვეყნებში.  

 

- აღმოსავლეთ ევროპა და ნაწილობრივ, რუსეთი და დსთ-ს სხვა ქვეყნები, სადაც «Bonduelle»-ის სასაქონლო ნიშანმა მოიპოვა ძალიან მაღალი ცნობადობა.

 

- ამერიკის კონტინენტი - 2007 წლიდან კანადაში «Aliments Carrière»-ის შეძენით და შემდეგ, 2012 წლიდან შეერთებულ შტატებში «Allens»-ს საწარმოს შეძენით, რომელიც სპეციალიზირდება გაყინული ბოსტნეულის წარმოებაზე. და ბოლოს, ბრაზილია, დაიწყო რა «Bonduelle»-ის ჯგუფმა 1994 წელს სავაჭრო საქმინობა, 2010 წელს კრისტალინას მუნიციპალიტეტში ააშენა ქარხანა.  

ოთხი სასაქონლო ნიშანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

«BONDUELLE» („ბონდუელი“) - საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი

 

ბოსტნეული, მხოლოდ ბოსტნეული, ყველგან ბოსტნეული!

მსოფლიოში, სულ უფრო და უფრო შეშფოთებულნი არიან თუ როგორ მოგვარდება კვების საკითხი მომავლში. ბოსტნეული მოხმარების კულტურის განსავითარებლად, მომხმარებლის სიამოვნებისა და ჯანმრთელობისთვის, «BONDUELLE»-ი გვთავაზობს მრავაფეროვან ბოსტნეულს მომზადებულს სხვადასხვა  ტექნოლოგიების საშუალებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

«BONDUELLE»-ი აღძრავს სურვილს შემოქმედებითად მიუდგე ჯანსაღი კვების კულტურის ჩამოყალიბებას, რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც ოჯახში, ისე მეგობრებში.

«Cassegrain»

სასაქონლო ნიშანი, რომელიც დროს უძლებს.

ყველაზე პრეტენზიულ მომხმარებლებს «Bonduelle»-ი სთავაზობს ბოსტნეულის ასორტიმენტს Cassegrain-ის სასაქონლო ნიშნით, რომელიც განთავსებულია ცნობილ მართკუთხედის ფორმის ქილაში კურდღლის ემბლემით.

«Arctic Gardens»

«Arctic Gardens» -  არის პირველი სასაქონლო ნიშანი კვებეკში გაყინული ბოსტნეულის მიმართულებით, ხოლო კანადაში კი გაყინული ბოსტნეულის მიქსების მიმართულებით. «Arctic Gardens» არის სასაქონლო ნიშანი, რომელიც ჩვენ გვიყვარს.  

«Globus»

სასაქონლო ნიშანი, რომელიც წარმოდგენილია რუსეთსა და  დსთ-ს ქვეყნებში.

ტრადიცებით შენარჩუნებული ხარისხი

«Bonduelle»-ისთვის პროდუქციის ხარისხი აბსოლიტური პრიორიტეტს წარმოადგენს. საწარმოო პროცესი მთლიანად მიმართულია პროდუქციის კვებითი ღირებულებებისა და გემოვნური მახასიათებლების შენარჩუნებაზე.

წარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ხორციელდება კონტროლი ხარისხის უზრუნველსაყოფად და სრული დაკვირვება ჩვენი პროდუქციის წარმოებაზე:

-  მწარმოებლებისა და თესლის შერჩევა
- კულტურების განვითარების მონიტორინგი
- ბოსტნეულის სიმწიფის სტადია, მისი მახასიათებლები
- წარმოების პროცესი
- რეცეპტები
- შეფუთვა

ვალდებულება

«Bonduelle»-ის მთელი წარმოება ორგანიზებულია ისე, რომ უზრუნველყოს ჯანსაღი, გემრიელი და ყველა საჭირო კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტების წარმოება. ამ მიზნის მისაღწევად «Bonduelle»-ი იცავს მკაცრ წესებს წარმოების ყველა ეტაპზე და ავრცელებს მას წარმოების პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეზე (მიწათმოქმედები, საწარმო დაწესებულებები, კომერციული სტრუქტურები და ა.შ.), რათა გარანტირებული იყოს ჩვენი ყველა პროდუქტის უნაკლო ხარისხი.

ბუნების დაცვა: სასოფლო სამურნეო პროცესების წარმართვა გარემოზე ზრუნვით

«Bonduelle»-ს უყვარს ბუნება. მისი ათვისება ისე, რომ არასდროს ჰქონდეს ადგილი მასზე დომინირებას, მისი სიმდიდრის ან ბუნებრივობის მიტაცება. აი, ეს არის «Bonduelle»-ის ჯგუფის მიზანი.   


ყოვლისმომცველი მიდგომა

«Bonduelle»-ის მიერ განხორციელებული სასოფლო სამეურნეო სამუშაოები - ეს არის ეკოლოგიური, ეფექტური, ჯანსაღი და მდგრადი წარმოება, რომელშიც დაცულია ბალანსი გარემოს დაცვასა და მიწათმოქმედების ეკონომიკურ მიზნებს შორის, რომელიც მიმართულია მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალურ დაკმაკოფილებასა და მათი მოლოდინების გამართლებისკენ.

კოლექტიური პასუხისმგებლობა

 

ჯგუფის სასოფლო სამეურნეო ხედვის სტანდარტიზირებისა და პროდუქციის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფისთვის, შემუშავებულ იქნა ქარტია მომარაგების შესახებ, რომელიც მოიწონეს «Bonduelle»-ის აგრონომიულმა სამსახურებმა, მიწათმოქმედებმა,  მომწოდებლებმა და ტვირთის გადამზიდავებმა. მის დირექტივებს მიყოლა გარანტიას იძლევა, რომ მოხდება კონტროლი სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურების გამოყვანის, მოთხოვნილი ხარისხისა და თითოეული პროდუქციის წარმოების პროცესის ბოლომდე მიყვანის. და ეს იმიტომ, რომ «Bonduelle» ყოველთვის ცდილობს შემოგთავაზოთ თქვენ, მომხმარებლებს, საუკეთესო ბოსტნეული.


კვება

«Bonduelle»-ი იღებს პასუხისმგებლობას თავისი პროდუქტების ხარისხზე და ამიტომ, შექმნა ჯანსაღი კვების ქარტია.

ეს ქარტია ადგენს მკაცრ წესებს. კერძოდ, განსაზღვრავს მარილის, შაქრის და ცხიმების ზღვრულ რაოდენობებს. გარდა ამისა, მისი მიზანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია პროდუქტების კვებითი ღირებულებების შესახებ.  

ამისათვის «Bonduelle»-მა დანერგა GDA სისტემა (Guideline Daily Amont - დღიური რეკომენდირებული ნორმა). ეტიკეტირების ეს სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი კვება არეგულიროს მარტივი და გასაგები ინფორმაციის წყალობით.  

შეფუთვაზე მოცემულია ენერგეტიკული ღირებულება კალორიებში, პროდუქტში შემავალი ძირითადი საკვები ნივთიერებების რაოდენობა და მათი წილი ყოველდღიურ რეკომენდირებულ რაციონში.

Visit the official Website

www.bonduelle.ge

Haut
de page