Back

By using this site, you accept the use of cookies by our services. Read moreClose

Georgia


ძირითადი მაჩვენებლები

1982 მევროს სასაქონლო ბრუნვა

128.000 ჰექტარი დამუშავებული ტერიტორია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

58 სამრეწველო ობიექტი

2 მიწოდების არხი: საცალო ვაჭრობა და ქეითერინგი (საზოგადოებრივი კვება)

3.440 მიწათმოქმედი

500 ბოსტნეულის სახეობა

9.569 თანამშრომელი

4 ტექნოლოგია : დაკონსერვებული ბოსტნეული, ნორჩი ბოსტნეული, გაყინული ბოსტნეული, ბოსტნეულისგან დამზადებული კერძები

Bonduelle Group

ისტორია

«Bonduelle»-ის («ბონდუელი») ჯგუფი - საოჯახო საწარმო, რომელიც შეიქმნა 1853 წელს, მოწოდებული იყო გამხდარიყო მსოფლიო ლიდერი კომპანია მცენარეული საკვების ბიზნესში. ჯგუფის მიზანი იყო ცხოვრების ხალისი ეჩუქებინა გარშემომყოფებისათვის მცენარეული საკვების საშუალებით. «Bonduelle»-ი უპირატესობას ანიჭებს რა ინოვაციასა და გრძელვადიან დაგეგმარებას,  ახდენს ტექნოლოგიებისა და თავისი საწარმოების გეოგრაფიული ადგილმდებარეობების დივერსიფიკაციას, პროდუქციის 77%-ის რეალიზაციას ახდენს ისტორიული სამშობლოს, საფრანგეთის ფარგლებს გარეთ. 128 000 ჰექტარზე მოყვანილი ბოსტნეულის რეალიზაცია ხორციელდება 100 ქვეყანაში სხვადასხვა სასაქონლი ნიშნის ქვეშ და სხვადასხვა სადისტრიბუციო არხისა და ტექნოლოგიის საშუალებით: დაკონსერვებული, გაყინული, პასტერიზებული, გამომშრალი და ახალი, გამოსაყენებლად მზა პროდუქტი. «Bonduelle»-ის ჯგუფი არის ბაზრის საიმედო მონაწილე, რომელმაც შეიძინა რეპუტაცია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის წყალობით და დებს მთელ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური რაოდენობის მომხმარებელი კვების სასარგებლო და სიასმოვნო მახასიათებლებით, რომელიც დაფუძნებულია მცენარეულ პროდუქტებზე.

 

«Bonduelle»-ის ჯგუფი უპირატესობას ანიჭებს გრძელვადიან ხედვას, სწორედ ამიტომ მან შეიტანა საწარმოო სტრატეგიაში ეკოლოგიური რაციონალობის კონცეფცია.

გააჩნია რა უნიკალური აგროსამრეწველო ტექნოლოგიები, დანერგილი 57 საწარმოში და სასოფლო სამურნეო ობიექტში, ჯგუფი აწარმოებს თავის პროდუქციას საუკეთესო სასოფლო სამეურნეო ზონებში, რომელიც მდებარეობს ძალიან ახლოს კლიენტთან.

ოთხი ტექნოლოგია

დღეისათვის ჯგუფის საქმიანობა კონცენტრირებულია 4 ტექნოლოგიური მიმართულებით, რათა სრულად დააკმაყოფილოს ჩვენი მომხმარებლების გემოვნება და მოლოდინები:

 

  • დაკონსერვებული ბოსტნეული
  • გაყინული ბოსტნეული
  • ახალი, დამუშავებული ბოსტნეული
  • ბოსტნეული მზა კერძის სახით

 

 

საერთაშორისო ჯგუფი

დღეისათვის, ჯგუფი თავისი და დისტრიბუტორების სავაჭრო ნიშნებით ითვლება, საერთაშორისო ლიდერად საკვებად მზა ბოსტნეულის რეალიზაციის სფეროში.


მას გააჩნია სტრატეგიული ბაზები 3 დიდ ზონაში:

 

- დასავლეთ ევროპა - დაწყებული 1960-იანი წლებიდან «Bonduelle»-ის ჯგუფმა დაიწყო წარმოების განვითარება გერმანიაში, ხოლო შემეგ კი ევროკავშირის  სხვა ქვეყნებში.  

 

- აღმოსავლეთ ევროპა და ნაწილობრივ, რუსეთი და დსთ-ს სხვა ქვეყნები, სადაც «Bonduelle»-ის სასაქონლო ნიშანმა მოიპოვა ძალიან მაღალი ცნობადობა.

 

- ამერიკის კონტინენტი - 2007 წლიდან კანადაში «Aliments Carrière»-ის შეძენით და შემდეგ, 2012 წლიდან შეერთებულ შტატებში «Allens»-ს საწარმოს შეძენით, რომელიც სპეციალიზირდება გაყინული ბოსტნეულის წარმოებაზე. და ბოლოს, ბრაზილია, დაიწყო რა «Bonduelle»-ის ჯგუფმა 1994 წელს სავაჭრო საქმინობა, 2010 წელს კრისტალინას მუნიციპალიტეტში ააშენა ქარხანა.  

ოთხი სასაქონლო ნიშანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

«BONDUELLE» („ბონდუელი“) - საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი

ბოსტნეული, მხოლოდ ბოსტნეული, ყველა ბოსტნეული!

მსოფლიოში, რომელიც უფრო და უფრო მეტად ზრუნავს საკვების მომავალზე, „ბონდუელი“ სთავაზობს ბოსტნეულს ყველა ფორმით, ყველა ტექნოლოგიის მიხედვით, მთელს მსოფლიოში, სიამოვნებისა და ჯანმრთელობისთვის ბოსტნეულის ჭამის კულტურის განვითარების მიზთნით.

„ბონდუელი“ იწვევს სურვილს და ოჯახსა და მეგობრებს შორის გაზიარებული ჯანსაღი საკვების კრეატიულობის კულტივაციისკენ უბიძგებს.

Cassegrain

სასაქონლო ნიშანი, რომელიც დროს უძლებს.

ყველაზე პრეტენზიულ მომხმარებლებს „ბონდუელი“ სთავაზობს ბოსტნეულის არჩევანს Cassegrain-ის სასაქონლო ნიშნით, რომელიც შეფუთულია ცნობილ მართკუთხედ ყუთში და წარმოდგენილია კურდღლის ემბლემური პერსონაჟით.

Arctic Gardens

Arctic Gardens  კვებეკში გაყინული ბოსტნეულის პირველი სასაქონლო ნიშანია და კანადაში შერეული გაყინული ბოსტნეულის  პირველ სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს. Arctic Gardens არის სასაქონლო ნიშანი, რომელიც უყვართ.  

Globus

რუსეთსა და  დსთ-ს ყოფილ ქვეყნებში წარმოდგენილი სასაქონლო ნიშანი.

შენარჩუნებული ხარისხი

„ბონდუელისთვის“ პროდუქტების ხარისხი აბსოლიტურ პრიორიტეტს წარმოადგენს. წარმოება მთლიანად ემსახურება კვებით ღირებულებებს და მათ გემოს.

კონტროლი ხორციელდება წარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი პროდუქტების ხარისხის და სრული მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით:

-  მწარმოებლების და თესლის შერჩევა
- კულტურების მონიტორინგი
- ბოსტნეულის სიმწიფის სტადია, მისი მახასიათებლები
- წარმოების ტექნოლოგიური მეთოდი
- რეცეპტები
- შეფუთვა

ვალდებულება

„ბონდუელის“ მთელი წარმოება ორგანიზებულია ჯანსაღი, გემრიელი და ყველა კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტების შეთავაზებაზე. ამისათვის „ბონდუელმა“ მკაცრი, წარმოების ყველა ეტაპზე და ჩვენი პროდუქტების დამუშავებაში მონაწილე ყველა აქტიორზე (მიწის მუშები, მრეწველები, კომერციული მომსახურებები...) მოქმედი წესები დანერგა, მთლიანად ჩვენი პროდუქტის წუნდაუდებელი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.  

ბუნების დაცვა: გარემოს დამცავი სოფლის მეურნეობა

« ბონდუელს უყვარს ბუნება. მისი ათვისება ისე, რომ არასდროს ჰქონდეს ადგილი მასზე დომინირებას, დანიშნულების შეცვლას, ან ისე, რომ ხელოვნური გახდეს, აი, ეს არის „ბონდუელის“ ჯგუფის მიზანი და ამოცანა“.   

ყოვლისმომცველი მიდგომა

„ბონდუელის“ მიერ დანერგილი სოფლის მეურნეუობა არის რესპექტაბელური და ეფექტური, ჯანსაღი და მდგრადი სოფლის მეურნეობა. ის ახორციელებს სამართლიან წონასწორობას გარემოს დაცვასა და მიწის მუშების ეკონომიკურ მიზნებს შორის, მომხმარებლებისთვის უკეთესად მომსახურების და მათი მოლოდინების დაკმაყოფილების მიზნით

კოლექტიური ვალდებულება

ჯგუფის სასოფლო-სამეურნეო ხედვის ერთგვაროვნებისთვის და საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფისთვის, „ბონდუელის“ აგრონომიულ სამსახურებს, სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს, მიმწოდებლებსა და გადამზიდავებს შორის მოქმედებს ქარტია „მომარაგების შესახებ“. ეს უზრუნველყოფს სხვადასხვა კულტურების ათვისებას, სასურველი ხარისხის უზრუნველყოფას და თითოეული პროდუქტის მიკვლევადობას. რადგან „ბონდუელი“ ყოველთვის ცდილობს საუკეთესო ბოსტნეული შემოგთავაზოთ.

კვება

„ბონდუელი“ ვალდებულებას იღებს თავისი პროდუქტების ხარისხზე და  დანერგა აუცილებელი ქარტია კვების შესახებ.

ეს ქარტია კარნახობს და ავალებს  საჭირო წესებს. კერძოდ, განსაზღვრავს მარილის, შაქრის და ცხიმოვანი ნივთიერებების (გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები და ტრანს ... ცხიმოვანი მჟავები) შემცველობის ზღვრულ რაოდენობას. აგრეთვე, მისი მიზანია მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს პროდუქტების კვებითი ღირებულებების მიწოდება.  

ამისათვის „ბონდუელმა“ შემოიღო GDA სისტემა (Guideline Daily Amont). ეტიკიტის ეს სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს მისი კვება დაარეგულიროს მარტივი და გასაგები ინფორმაციის წყალობით.  

შეფუთვაზე ვნახავთ კალორიებს, პროდუქტში შემავალი ძირითადი საკვები ნივთიერებების რაოდენობას და მათ წილს თითოეულის ყოველდღიურ საჭიროებასთან მიმართებაში.

ჩვენი ყველა პროდუქტი იხილეთ ჩვენს ინტერნეტ გვერდზე:

Visit the official Website

www.bonduelle.ge

Back
to top